საზოგადოება
1930-50 წლების ვინტაჟური სტილი - როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე?
ახლი წლის შესახვედრად ყველა განსაკუთრებულად ემზადება, ყიდულობენ საჩუქრებს, ამზადებენ კერძებს და განსაკუთრებული მონდომებით რთავენ ნაძვის ხეს.
ნაძვის ხის მორთვის ტენდენციები ყოველ წლიურად იცვლება. მომავალი 2023 წლისთვის ნაძვის ხეს 1930-1950 წლების ვინტაჟურ სტილში რთავენ. გრძელი ბრჭყვიალა წვიმები და შუშის გრძელი სათამაშოები, ძირითადად ამ დეტალებს იყენებენ ახალი წლის მთავარი სიმბოლოს გასალამაზებლად.
გარდა ამ ტენდენციისა, ექსპერტები ნაძვის ხეზე ყველა ტიპის დეკორაციის დაკიდებას არ გვირჩევენ. საჭიროა სტილისა და ფერთა გამის დაცვა. შავი კურდღლის წელიწადს, სასურველია, რომ სადღესასწაულო ხეზე ჭარბობდეს მწვანე, ბრინჯაოსფერი, სპილენძისფერი, ნაცრისფერი, თეთრი, ფირუზისფერი, შავი, კრემისფერი და ოქროსფერი სათამაშოები. ძირითადად, ჭარბობს ღია ფერების კომბინაცია - თეთრი, ნაცრისფერი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი.
ასევე მნიშვნელოვანია იცოდეთ, სად დადგათ ნაძვის ხე, რათა სახლში ბედნიერება და იღბალი შემოვიდეს.ჩინური ფილოსოფიის თანახმად, ნაძვის ხისთვის სახლში შესაფერისი ადგილის არჩევა ხელს შეუწყობს სიმდიდრის, ბედნიერებისა და სიყვარულის მოზიდვას. ნაძვის ხის ადგილი იმის მიხედვით უნდა აარჩიოთ თუ რისი მოზიდვა გსურთ ახალ 2023 წელს.
ოთახის შესასვლელთან მდებარე მარცხენა კუთხეში ნაძვის დადგმა კარგია ახალი ნაცნობების შესაძენად, ხოლო შესასვლელიდან მოშორებით მდებარე მარცხენა კუთხეში - ფულის მოსაზიდად. ოთახის მარჯვენა კუთხე ხელს შეუწყობს პირადი ცხოვრების დამყარებას და ურთიერთობებში ჰარმონიის მოტანას.
თუ ჯანმრთელობა წინა პლანზეა, ხე უნდა მოათავსოთ ოთახის ცენტრში. სახლის სამხრეთი ნაწილი ავტორიტეტის მოხვეჭას უზრუნველყოფს, აღმოსავლური - ურთიერთგაგებას საყვარელ ადამიანებთან. სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე ხელს შეუწყობს ფინანსური სიმდიდრის განმტკიცებას. დასავლეთ ნაწილში ნაძვის ხის დადგმა სასიყვარულო ურთიერთობების დალაგებას მოგიტანთ. ჩრდილო-დასავლეთი მხარე კი მომავალი წლის განმავლობაში მოგზაურობებს მოასწავებს.
გააზიარეთ :