ქალაქებიდან სოფლებში 76 ათასზე მეტი ადამიანი გადაეწერა
2015 წლიდან 2022 წლის 21 ოქტომბრამდე ქალაქში რეგისტრაციის მისამართი სოფელში რეგისტრაციის მისამართით 76 030 -მა ადამიანმა შეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტმა -10 611-მა ადამიანმა ქალაქიდან სოფელში რეგისტრაციის მისამართი 2019 წელს შეიცვალა, ყველაზე ნაკლები - 8 775 ფაქტი კი 2015 წელს დაფიქსირდა.
მხოლოდ 2022 წლის იანვრიდან 21 ოქტომბრის ჩათლით, ქალაქში რეგისტრაციის მისამართი სოფელში რეგისტრაციის მისამართად ცვლილების 8 487 შემთხვევა აღირიცხა. აქედან ყველაზე მეტმა - 1 057-მა ადამიანმა ქალაქიდან სოფელში რეგისტრაციის მისამართი აგვისტოს თვეში შეიცვალა, ყველაზე ნაკლები- 626 ფაქტი კი გასული წლის იანვარში დაფიქსირდა.