საქართველოს პრეზიდენტმა ცხრა მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა ცხრა მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ისინი სრულად გათავისუფლდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
მათივე ცნობით, შეწყალებული მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ.