აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, ქარელი (სატრანსპორტო კვანძი)-აგარა-ხაშური-სურამის (სატრანსპორტო კვანძი) საავტომობილო გზაზე არსებული რკინიგზის გზაგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 2023 წლის 16 იანვარს 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
დროის აღნიშნულ პერიოდში მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ქ. სურამის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სურამის სატრანსპორტო კვანძიდან აგარის სატრანსპორტო კვანძამდე და ქ. ხაშურის გავლით ბორჯომის მიმართულებით და პირიქით.