ერთ თვეში jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 19%-ით შემცირდა
ერთ თვეში jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 19%-ით შემცირდა. ამის შესახებ pmcg-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, 2022 წელს, ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, 41 237 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 26%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 159.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ამასთან, pmcg-ს ცნობით, 2022 წელს, ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო თვიურმა ზრდის ტემპმა -4.8% შეადგინა. 2022 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 19%-ით ნაკლებია 2022 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.