საქართველოში სასტუმროების ფასები გაიზარდა
საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2022 წლის დეკემბერში, 2022 წლის ნოემბერთან შედარებით, 5.5%-ით გაიზარდა. ამის შესახებ pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 7.9%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 5.4%-ით გაიზარდა.
„2022 წლის დეკემბერში, 2021 წლის დეკემბერთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 14.8%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 13.4%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 20.4%-ით გაიზარდა.
2022 წლის დეკემბერში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 167 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 275 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა ნოემბერში 122 ლარი შეადგინა. 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა დეკემბერში 456 ლარი შეადგინა.
თბილისში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 559 ლარი შეადგინა, კახეთში - 552 ლარი, სამცხე-ჯავახეთში - 458, ხოლო აჭარაში - 429 ლარი,“- აღნიშნულია pmcg-ს კვლევაში.