ახალციხელმა ქალმა ლატარიაში ერთ წლიანი ხელფასი მოიგო
ახალციხელმა დოდო ხაჩიძემ ლატარიაში ხელფასი მოიგო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ლატარია ავრცელებს.
"დოდო ხაჩიძე ლოტოს კიდევ ერთი იღბლიანი მოგებულია, რომელმაც მომენტალურ ლატარიაში "ხელფასი" ყოველთვიური,1000 ლარიანი ხელფასი მოიგო.
დოდო 57 წლისაა და ახალციხეში ცხოვრობს. 25 წელი იყო პედაგოგი იყო, ახლა კი საკუთარი მაღაზია აქვს.
მოგებული ხელფასით ის შვილიშვილების გახარებას და ბიზნესის გაფართოებას გეგმავს" - წერს ეროვნული ლატარიის გვერდი.