საზოგადოება
სოფლები, რომელთა პრობლემები ბიუჯეტის პრიორიტეტებში ვერ ხვდება
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი წელიწადში საშუალოდ, 30 მილიონი ლარია. ამას ემატება დაახლოებით, 15 მილიონი ლარი, რომელსაც მუნიციპალიტეტი ცენტრალური ბიუჯეტიდან, ტრანსფერის სახით იღებს. ხშირად, ეს თანხა ისე იხარჯება, რომ სოფლების ნაწილს არაფერი ხვდება. მცირე დასახლებებისთვის ერთადერთი პროექტი, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამაა,“ რომელიც წელიწადში ერთხელ ცენტრალური ბიუჯეტიდან ხორციელდება.

რამდენიმე წელია ახალციხის სოფელ წყალთბილას არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ბიუჯეტიდან, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად თანხა არ მიუღია. ყოველწლიურად სოფელში მხოლოდ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი მცირე პროექტი ხორციელდება. ასე მოხდა გასულ წელსაც. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ წყალთბილაში 210 მეტრიანი ბეტონის გზა დააგეს. 20 ათასი ლარი პროგრამით იყო გამოყოფილი, დაახლოებით, ამდენივე ახალციხის მერიამ დაუმატა. სოფელს არც 2022 და არც წინა წლებში ბიუჯეტიდან სხვა თანხა არ მიუღია.

როგორც ადგილობრივი დეპუტატი პეტროს ვართანიანი ამბობს, წყალთბილას გაუმართლა რადგან, მას ე.წ. სპონსორი ჰყავს. „სპონსორს“ ეძახიან ადგილობრივ პირს, რომელსაც წარმატებული ბიზნესი აქვს რუსეთში ან სომხეთში. ისინი მშობლიურ სოფელში მსხვილ პროექტებს მუდმივად აფინანსებენ. სოფლის დეპუტატი გვიყვება, რომ სკოლის რეაბილიტაცია, კულტურის სახლის, რიტუალების სახლის გათბობა, ადგილობრივმა ლეონიდ გოგორიანმა დააფინანსა. საახალწლოდ მოსწავლეებთან თოვლის პაპაც რუსეთიდან მოდის. ადგილობრივი ბიზნესმენი საჩუქრებს ყოველწლიურად აგზავნის.

„სოფელთან მოსასვლელი ხუთი კილომეტრი გზაც აქაურმა დააგო, ეს ცოტა არ არის“, - გვეუბნება პეტროს ვართანიანი.
მდიდარი ბიზნესმენების ქველმოქმედება ხელისუფლებისთვისაც ხელსაყრელია. ის, რასაც სახელმწიფო უნდა აგვარებდეს, კერძო პირის მიერ ფინანსდება.

წყალთბილასგან განსხვავებით, „სპონსორი“ არ ჰყავს სოფელ ორალს, აქაურები მხოლოდ ხელისუფლების კეთილგანწყობის იმედად არიან. ადგილობრივები ოჯახების რჩენას მესაქონლეობით და მიწათმოქმედებით ახერხებენ. სოფელს, სადაც სოფლის მეურნეობა განვითარებული უნდა იყოს, სარწყავი წყალი არ აქვს, რაც მოსავლის ხარისხსა და რაოდენობაზე აისახება. სოფელში არ არის სამედიცინო პუნქტი, სკოლის ავარიულ შენობაში დიდი ხანია გაკვეთილები აღარ ტარდება. რთულ საცხოვრებელ პირობებს ახალგაზრდები ქალაქში ან საზღვარგარეთ გაურბიან.

„მედპუნქტი ყველაზე მთავარია და არ არის სოფელში, ეს გვჭირდება. 84 წლის ვარ და კლინიკაში ჩემით როგორ წავალ? ექიმი მეზობელ სოფელში მოდის კვირაში ერთი დღით, სად წავიდეთ, ვის მივმართოთ“, - ამბობს აღუშ ნაზარეთიანი.

„არც ექიმი, არც მედპუნქტი. ექიმთან წასვლა რომ გვინდა, სასწრაფოს ვურეკავთ და იმას მივყავართ“,
- თანასოფლელს ეთანხმება მაისიკ ნაზარეთიანი.

არაერთი პრობლემის მიუხედავად, გასულ წელს სოფელში ერთადერთი პროექტი განხორციელდა - სასაფლაო შემოიღობა. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, 12 000 ლარი უფრო დიდ პროექტს არ ეყოფოდა.

შიდა გზების, სასმელი და სარწყავი წყლის, გარე განათების, მოსაცდელის, კლუბის დანგრეული შენობის მოწესრიგებას პროგრამის თანხა არ ეყო სოფელ ანში. სოფლის კრებებზე ადგილობრივები პრიორიტეტად სასმელ წყალს ასახელებენ, თუმცა თანხის სიმცირის გამო, რამდენიმე წელია გარე განათება კეთდება. მოსახლეობა ამბობს, რომ მაღალმთიან სოფელში სასმელი წყალი დილაობით, ცენტრში ერთადერთ წყაროზე მოდის. სასმელი წყლის რეაბილიტაციაზე თანხა არაერთხელ დაიხარჯა, თუმცა წყლის დებეტი ნახევრად დაცლილი სოფლის საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს.

„სოფელში ღვინოს უფრო იპოვით, ვიდრე წყალს. რომ ჩამოიაროთ, შეიძლება ზოგ ოჯახში წყალი ვერ მოგაწოდონ. საბავშვო ბაღი გაიხსნა, კარგია, ხალხიც დასაქმდა და ბავშვებიც გახარებულები არიან, მაგრამ ცოტა დიდი ფართი უნდათ, მაგას სოფლის პროგრამა არ ეყოფა, მედპუნქტიც გვინდა, მაგრამ არც მაგას ჰყოფნის. 12 ათასით თქვენ რას გააკეთებთ?“


„სოფლის მხარდაჭერა ის იქნება, საგაზაფხულოდ თესლი და შხამ-ქიმიკატები სახელმწიფომ რომ შემოიტანოს ცოტა იაფად. სპორტული ტრენაჟორები რომ არის, მაგასაც ვფიქრობთ, მაგრამ 12 ათასით მაგას ვერ გავაკეთებთ. ზევიდან (ცენტრალური ბიუჯეტიდან) უნდა დააფინანსონ რომ ამათმა (ადგილობრივმა ხელისუფლებამ) გააკეთონ“, - ამბობს ხვიჩა დიანოსაშვილი.

წლების განმავლობაში სოფელი ანი მხოლოდ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებულ თანხას იღებდა. გასულ წელს ადგილობრივების დიდი ხნის მოთხოვნა შესრულდა და ცენტრალური გზა დაიგო. ნახევარმილიონიანი პროექტიდან 140 ათასი ლარი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო, დანარჩენი კი თვითმმართველობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაამატა.

ძვირადღირებული პროექტების განხორციელებაში თვითმმართველობას მუნიციპალური განვითარების ფონდი და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ეხმარება, - ამბობენ ახალციხის მერიაში. ცენტრალური ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტი წელიწადში საშუალოდ, 15 მილიონს იღებს და 30-მდე მსხვილ პროექტს ახორციელებს.

„ბიუჯეტით შეიძლება ყველა სოფელში ვერ განხორციელდეს პროექტი, მაგრამ,,, მაგალითად ოთხი მინი სტადიონის მშენებლობის მიმდინარე პროექტი გვაქვს, აქედან ორი ქალაქში ხორციელდება, ორი სოფელში. მომავალ წელს ხუთი მინი სტადიონის მშენებლობა გვაქვს დაგეგმილი, რომლებიც ძირითადად, სოფლებში აშენდება. მაგალითად, სოფელ ზიკილიაში შეიძლება რაღაც პერიოდის განმავლობაში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ გარდა არ იყო დაფინანსებები, მაგრამ 2022 წელს დაიწყო პროექტები სკვერის, სტადიონის მოწყობა, საყრდენი კედლის მშენებლობა, მიმდინარეობს პროექტები, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხორციელდება“,
- ამბობს ახალციხის მერი ირაკლი ლაზარაშვილი.

ქალაქის და სოფლის დასახლებებზე ბიუჯეტი რომ არასამართლიანად ნაწილდება, ამაზე ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილიც საუბრობს. მისი თქმით, როცა ხელისუფლებას უწევს არჩევანის გაკეთება - ძვირადღირებული პროექტი 100-კაციან სოფელში განხორციელდეს თუ 10-ათასიან ქალაქში, მერიაც და საკრებულოც ამჯობინებს მოიმადლიეროს დიდი დასახლება. ექსპერტის განცხადებით, ეს ტენდენცია იქამდე შენარჩუნდება, სანამ ასეთი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა გვექნება.

„ჯობია ქალაქი და სოფლები ცალკე მუნიციპალიტეტები იყოს, ასეთ დროს თანხების განაწილება ბევრად უფრო სამართლიანი იქნებოდა. ამომრჩევლის დიდი ნაწილი ქალაქში ცხოვრობს, ბუნებრივია, პარტია დაინტერესებულია მოიგოს ქალაქში მცხოვრებთა გული და ძირითად თანხებს აქეთ მიმართავს. სოფლის მოსახლეობას რჩება მხოლოდ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“. ეს იწვევს სოფლების დაცლას და ვერანაირად ვერ ხდება სოფელში მცხოვრები ადამიანის საყოფაცხოვრებო პირობების დაახლოება ქალაქში მცხოვრები ადამიანის პირობებთან. სოფელი რჩება მეოცე საუკუნის შუა პერიოდის დონეზე“.

ირაკლი მელაშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტს საკუთარი შემოსავლები თითქმის, აღარ აქვს. ადგილობრივ ბიუჯეტს ძირითადად, დამატებითი ღირებულების და ქონების გადასახადი დაუტოვეს, დანარჩენი თანხა კი ცენტრალურ ბიუჯეტში მიდის. ამ პირობებში კი თვითმმართველობა ვერ შეძლებს ყველა დასახლებული პუნქტისთვის დიდი თანხის გამოყოფას. თვითმმართველობის ექსპერტის თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას შემოსავლები და უფლებები უნდა დაუბრუნდეს.

„თვითმმართველობის კოდექსით არ არის განსაზღვრული, მაგრამ საკრებულოს შეუძლია მიიღოს წესი, თუ როგორ დაამტკიცოს ბიუჯეტი ისე, რომ თითო სოფელში თითო პროექტი მაინც განხორციელდეს. უფლებამოსილებები და ფინანსები ზევითაა (ცენტრალურ ხელისუფლებაში) წაღებული. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება თითქოს ცდილობს პრობლემები მოაგვაროს, ეს არაეფექტურია. შეუძლებელია, საქართველოში 3 500 დასახლების პრობლემა თბილისიდან მოგვარდეს. მსოფლიოში დიდი ხანია მიხვდნენ, რომ ადგილობრივი პრობლემები იმ ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს, რომელიც ადგილზე ცხოვრობს. თავად იყენებს იმ გზას, წყალს, საბავშვო ბაღს, განსხვავებით იმ ჩინოვნიკისგან, რომელიც თბილისში ზის და იმ სოფელში არასდროს ჩავა“.

ირაკლი მელაშვილის თქმით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოსახლეობის რეალურ საჭიროებებს ვერ პასუხობს, ამიტომ ხელისუფლებამ პროგრამის ბიუჯეტის გაზრდაზე უნდა იზრუნოს. ამის გარდა, თვითმმართველობის ექსპერტის თქმით, სანამ ქალაქსა და სოფლებზე ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის სამართლიანი გადანაწილება პრაქტიკაში დაინერგება, თანხების განაწილების დროს პროპორცია საკრებულომ უნდა დაიცვას.

Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 20 °C
img
ახალქალაქი 16 °C
img
ასპინძა 23 °C
img
ადიგენი 18 °C
img
ბორჯომი 20 °C
img
თბილისი 30 °C
img
აბასთუმანი 16 °C
img
ბაკურიანი 13 °C
img
ნინოწმინდა 16 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.7924
EUR
EUR
1
2.8532
RUB
RUB
100
2.8408
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6728
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibomDeneme BonusuBets10 GirişcasibomcasibomEntrümpelung firmacasibommedyamuhabiri.combetturkey hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqos1xbetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://www.iaimu.ac.id/wp-content/js/marsbahisbetkanyonimajbetdinamobetmatbetjojobetkralbetholiganbetssekabetonwinbetebetsahabetmatadorbetgrandpashabetnakitbahiscratosslotpiabellacasinomeritkingbahsegeldumanbetdumanbetmarsbahisparibahisdinamobetcasibommatadorbetjojobetgalabetnakitbahismeritkingimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobiljojobetimajbetgalabetmatbetonwinpiabellacasinoholiganbetcasibomtrend topic satın almavibetcasibomBetofficePusulabetvbetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahiselektronik sigarasigara shopbetkanyon girişbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetturkeybetturkeybetcupbetcupcasibom giriş twitterbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetgrandpashamobilbahisbaywininstagram close accountinstagram close accountsekabet