SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
საზოგადოება
გაიზრდება თუ არა დეპორტირებული ქართველების რაოდენობა - ევროკავშირი წესებს ამკაცრებს
ევროკავშირი მიგრანტების მიღების წესებს ამკაცრებს და დეპორტაციას ამარტივებს. როგორც მიგრაციის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გოგიშვილი განმარტავს, საქართველოსთან მიმართებით არსებითი არაფერი იცვლება, რადგან რეადმისიის ხელშეკრულება საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ რეადმისირებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და ამასთან, მცირდება საქართველოს იმ მოქალაქეებს რიცხვი, ვისაც თავშესაფარი ეძლევა, შესაძლოა, ეს პროცესი კიდევ უფრო შეიზღუდოს. შესაბამისად, უფრო მეტი ადამიანის დეპორტაცია მოხდეს.

თუმცა გიორგი გოგიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არამხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ყველა ქვეყნის მოქალაქეს ეხება.

ცნობისთვის, ევროკავშირი იმ მიგრანტების დეპორტაციას გეგმავს, რომელთა განაცხადი თავშესაფრის ან რეგულაციის თაობაზე უარყოფილი იქნება. ამის შესახებ მიგრაციის პოლიტიკის შესახებ წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. მომდევნო არაფორმალური შეხვედრა 10 თებერვალს ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს მეთაურის შეკრების წინ გაიმართება, სადაც დღის წესრიგში მიგრაციაც დადგება.

გიორგი გოგიშვილი: “ეს არ არის ახალი გამოგონილი ველოსიპედი, ეს არის უბრალოდ პროცედურა, რომელიც პერიოდულად შეიძლება კონკრეტულ ქვეყანასთან მიმართებით, ან სხვადასხვა ქვეყანაში ამოქმედდეს. არსებითი სიახლე ამაში არ არის.

ის რომ, ახლა ეს პროცესი დაიძრა, გამოწვეულია იქიდან, რომ რამდენიმე მილიონი ლტოლვილი გაჩნდა ევროპაში, რაც დაკავშირებულია საკმაოდ დიდი რესურსების ხარჯვასთან. მათ შორის, თავშესაფრიდან დაწყებული, სოციალური შემწეობით დამთავრებული. ეს არ არის მარტივი, თითოეული მიგრანტის შენახვა წელიწადში, სახელმწიფოს დაახლოებით, 25 000 ევრომდე უჯდება.

რაც შეეხება დეპორტაციას, პრინციპში აქაც სიახლე არაფერია, როდესაც უარი ეთქმებოდა თავშესაფარზე ადამიანს, მას ეძლეოდა ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა დაეტოვებინა ქვეყანა. თავისთავად, იქნებოდა ფაქტები, როდესაც ეს ბოროტად იქნა გამოყენებული პოტენციური ლტოლვილების მხრიდან, შესაბამისად, ისინი არ ტოვებდნენ ქვეყანას, ცდილობდნენ იქ დარჩენილიყვნენ არალეგალურად, რაც ქვეყნისთვის დამატებით ხარჯებთან და საფრთხეებთან იყო დაკავშირებული, მათ შორის, კრიმინალთან. ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ეხებათ, ეს ეხება ყველა იმ მიგრანტს, რომელიც ჩადის ევროკავშირის მითითებულ ქვეყნებში.

საქართველოსთან მიმართებით არსებითი არაფერი იცვლება, რადგან რეადმისიის ხელშეკრულება საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. სახელმწიფო კარგად თანამშრომლობს და რეადმისირებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ამასთანავე, მცირდება საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მინიჭების რაოდენობაც, შესაბამისად, ეს პროცესი შეიძლება უფრო შეიზღუდოს და უფრო ნაკლებ ადამიანს მიეცეს თავშესაფარი, შესაბამისად, მოხდეს მათი დეპორტაცია“,
- ამბობს გიორგი გოგიშვილი.

კითხვაზე, საქართველოდან ყოველწლიურად გაზრდილი თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ფონზე, გაიზრდება თუ, არა დეპორტირებულთა რაოდენობაც, „მიგრაციის ცენტრის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ მოსალოდნელია ზრდა, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში.
Facebook Twitter
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/zeta librarymarsbahislink vao w88 moi nhatramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터dizipalpornoSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025meritking girişbetivoolimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetfree live tv streamingบาคาร่าfilm kurdu1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planısahabetjojobetjojobetartemisbetholiganbetdizipaltürk ifşa킹콩티비vozol배트맨티비jojobetzlotbetturkey스마일퀄리티betpasholiganbetstreameastcratosslot girişjojobetCratosslot Girişлицензионное казиноdeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortCasibomhuqqabetdizipalbetpipobetpipotaraftarium24casibomVbetAjaxbetholiganbetcasinofastiptv satın alhacklinkhacklinkสล็อตเว็บตรงgobahisjojobetStreameastholiganbet girişganobetenjoybetsahabetcasibomtrendbetBets10jojobetjojobetholiganbetnakitbahisJojobet 1107jojobet girişjojobet girişholiganbet girişjojobetGrandpashabetgobahistrendbetgobahisgiftcardmall/mygiftvaycasinoholiganbetholiganbet girişmatbet girişpalacebetcasibombetparksekabetjojobetcasibomonwinjokerbetcasibomcasibommasterbettingmasterbettingmeritkingSekabetCasibomsekabetDinamobetVdcasinobetpuanMarsbahistrendbetmavibetmeritkingmeritkingmeritkingpadişahbetkavbetmeritbet girişkralbet girişultrabet girişultrabet girişultrabet girişbetnano girişcratosslot girişHoliganbetdeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortbahçeşehir escortbetistkolaybet girişJojobetmatbetmatbetStreameastfixbetcasibomtimebettimebettimebetcasibomcasibomistanbul escort telegrambetparkcasibompusulabetpusulabetoslobetbetplay영문주소betparkสล็อตเว็บตรงBetigma girişcasibomBetigmaholiganbetcasibomрейтинг казинорейтинг онлайн казиноJojobet 1107holiganbetdeneme bonusu telegramStreameastrbetjojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetgrandpashabetcasibomcasibom