თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4300-ს გადააჭარბა
თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4 300-ს გადააჭარბა.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაიღუპა 2 921 ადამიანი, დაშავებულია 15 834. სირიაში ოფიციალური პირები აცხადებენ 1 451 დაღუპულისა და 3 531 დაშავებულის შესახებ.
თურქეთის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ გოლბასისთან ძლიერი ბიძგები - 5,5 მაგნიტუდა დაფიქსირდა სამშაბათს დილით.