ქვეყნები, რომლის მოქალაქეებიც გააძევეს საქართველოდან გასულ წელს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიგრაციის 2022 წლის მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც მონაცემებიდან ირკვევა, საქართველოდან 2022 წლის განმავლობაში უცხოეთის 165 მოქალაქე გააძევეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის პერიოდში ქვეყნიდან გაძევებულების მიხედვით ირანი, თურქეთი და აზერბაიჯანი ლიდერობს. უფრო კონკრეტულად, საქართველოდან ირანის 29, თურქეთის 25 და აზერბაიჯანის 21 მოქალაქე გააძევეს.
სხვა ქვეყნებს რაც შეეხება, გასულ წელს 15 - ინდოეთის; 11 - ნიგერიის; 8 – ჩინეთის, რუსეთის, ეგვიპტის; 4 - უზბეკეთის, მოლდოვის, მაროკოს, 3 - ერაყის, იორდანიის, პაკისტანის, ტაჯიკეთის; 2 - ტაილანდის, კუბის; თითო - თითო - აშშ-ს, ბანგლადეშის, ბენინის, განას, ეთიოპიის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთის, სუდანის, ტოგოს, უკრაინის, ყაზახეთის და ყირგიზეთის მოქალაქეები გააძევეს.
რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიებს, ყველაზე მეტი - 83 გაძევებული პირი 26-დან 40 წლამდე იყო; 42 პირი – 41-დან 65 წლამდე; 23 პირი - 18-25 წლამდე, 16 - 18 წლამდე, ხოლო 1 გაძევებული პირი 65 წელს ზევით იყო.