საზოგადოება
საქართველომ ჰუმანიტარული ტვირთი თურქეთის საელჩოს გადასცა
თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, საქართველოს პარლამენტის მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს გადაეცა.
უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანებისთვის პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები გაიგზავნა.
ქველმოქმედებისთვის შეგროვილ თანხას დაემატა 2022 წლის დეკემბერში არასაპატიო გაცდენების გამო დეპუტატებისთვის დაქვითული თანხაც.
საქართველოს მთავრობამ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის, ჰუმანიტარული დახმარების სახით, 1 მილიონი ლარი გამოყო.
თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებზე რეაგირების სამუშაოებში ჩართვის მიზნით საქართველოდან გაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზიდან - 100 მეხანძრე-მაშველი, ასევე შესაბამისი სამაშველო აღჭურვილობა და ტექნიკა.
გააზიარეთ :