საზოგადოება
თურქეთში, კაცმა ნანგრევებში 4 მლნ დოლარი იპოვა
თურქეთში, ჰათაიში, საჯარო მოხელემ, მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობის ნანგრევებში 4 მილიონი აშშ დოლარი იპოვნა.
კონიის მეტროპოლიტენის მუნიციპალიტეტის თანამშრომელმა მეჰმედ ოზბერ უსლუმ, რომელიც ჰატაიში მუშაობს, პოლიციას ნანგრევებში ნაპოვნი 4 მილიონი დოლარით სავსე ჩანთა გადასცა - იუწყება თურქული მედია.
მოგვიანებით გაირკვა, რომ მეჰმედ ოზბერ უსლუს მიერ პოლიციისთვის გადაცემულ ჩანთაში ყალბი კუპიურები იდო.
შეგახსენებთ, თურქეთში 6 თებერვალს, გამთენიისას 4 საათზე, ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ბიძგების სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდა იყო. თურქი სეისმოლოგების შეფასებით კი კი მიწისძვრის სიმძლავრე 7.4 მაგნიტუდას შეადგენდა. მედიის ინფორმაციით, მიწისძვრას 11 თებერვლის მდგომარეობით 25 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დანგრეულია 6 ათასზე მეტი შენობა და ნანგრევებში ათასობით ადამიანია მოყოლილი.
თურქეთში 12 თებერვლამდე გლოვაა გამოცხადებული, ხოლო ათივე პროვინცია კატასტროფის ზონად გამოცხადდა.
გააზიარეთ :