საზოგადოება
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 28 000-ს გადააჭარბა
ორშაბათს, 6 თებერვალს, მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა თურქეთსა და სირიაში 28 192-ს მიაღწია.
როგორც თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 24,617-მდე გაიზარდა.
ე.წ. "თეთრი ჩაფხუტების" სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფის ცნობით, სირიაში დადასტურებული დაღუპულთა საერთო რაოდენობაა 3,575.
მათ შორის 2,167 მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ჩრდილო-დასავლეთში. ხოლო სირიის სახელმწიფო მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ 1 408 ადამიანი გარდაიცვალა მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.
გააზიარეთ :