მიწისძვრამ სირიაში შესაძლოა, ქოლერის ეპიდემია გააძლიეროს
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებით, მიწისძვრამ სირიაში შესაძლოა, ქოლერის ეპიდემია გააძლიეროს, რომელიც პირველად გასულ წელს გამოვლინდა.
სირიაში გაფრთხილებები მას შემდეგ მიიღეს, რაც სამაშველო ოპერაციები შეწყდა როგორც ოპოზიციის, ასევე მთავრობის მიერ კონტროლირებად სირიის ტერიტორიებზე.
ომით განადგურებულ სირიაში, გაეროს შეფასებით, სტიქიის გამო 5,3 მილიონი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
„სირიაში მოსახლეობის ნახევარზე მეტი დამოკიდებულია წყლის არაუსაფრთხო ალტერნატიულ წყაროებზე. ეს, რა თქმა უნდა იწვევს ისეთი დაავადებების გავრცელებას როგორიც არის ქოლერა“, - აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კომუნიკაციების უფროსი დამასკოში ევა ჰაინსი.
გასული წლის სექტემბერში სირიის მთავრობამ ქოლერის ეპიდემიის შესახებ განაცხადა.
დაავადება სწრაფად გავრცელდა კონტროლირებად ტერიტორიებზე, სადაც ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო დევნილი მინიმუმ 1,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ხალხმრავალ ბანაკებში და დაახლოებით ოთხი მილიონი იყო დამოკიდებული ჰუმანიტარულ დახმარებაზე.