მაშველებმა თურქეთში ნანგრევებიდან სამი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს
მაშველებმა თურქეთის სამხრეთ ნაწილში, შენობის ნანგრევებიდან, მიწისძვრიდან დაახლოებით, 198 საათის შემდეგ, ახალგაზრდა მამაკაცი ამოიყვანეს.
CNN Turk-ის ინფორმაციით, 18 წლის მუჰამედ კაფერი ნანგრევებიდან ადიამანის პროვინციაში ამოიყვანეს.
მედიის ინფორმაციით, მუჰამედ კაფერი მესამე ცოცხალი ადამიანია, რომელიც მაშველებმა სამშაბათს ნანგრევებში ნახეს. მანამდე მათ ქაჰრამანმარაშის პროვინციაში ნანგრევებიდან ორი ძმა, 17 და 21 წლის ახალგაზრდები ამოიყვანეს.
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 37 000-ს გადააჭარბა.
თურქეთის კატასტროფისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში სტიქიის შედეგად მინიმუმ 31 643 ადამიანი დაიღუპა, სირიაში კი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 5 714-მდე გაიზარდა.