როგორ არჩევენ სოფლად ბევრი პრობლემიდან მწირ ბიუჯეტზე მორგებულ პროექტს
12:11 / 21.02.2023
ახალციხეში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტები უკვე შეარჩიეს. ეს არის ერთადერთი პროგრამა, სადაც მოქალაქეები არიან ჩართული და საშუალება ეძლევათ დასაფინანსებელი პროექტი თავად დაასახელონ.
მუნიციპალიტეტის 46 დასახლებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 612 ათასი ლარია გამოყოფილი. ამას ემატება ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება. პროექტს სოფლის მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით ირჩევს.
ახალციხის სოფელ დიდ პამაჯს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 16 000 ლარი შეხვდა, დამატებით, დაახლოებით, 30 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
საერთო კრებაზე, რომელსაც ახალციხის მერის და საკრებულოს მოადგილეები, ასევე ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ესწრებოდნენ, მოსახლეობას პრიორიტეტი უნდა განესაზღვრა.
მცირე ბიუჯეტი მხოლოდ ერთი პროგრამის დაფინანსების საშუალებას იძლევა, მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ბევრი პრობლემაა. „გზა რომ დაგებულია, ამას არხი უნდა, წყალი ზედ დის და ფუჭდება, გვერდით სანიაღვრე არ უნდა?“
„რამდენი წელია მთელი თანხა სასმელ წყალზე იხარჯება, მაგრამ წყალი არ არის. მიწის ქვეშ შლანგები ჩაყარეს, მაგრამ იქ წვეთ წყალს არ გაუვლია“.
„ერთი წელია ურნებს ვითხოვთ, მაგრამ არ არის. ორი ურნა მოიტანონ, ერთი სტადიონთან და მეორე სასაფლაოზე“.
„გარე განათება ერთ უბანში დარჩა გასაკეთებელი, ხომ შეიძლება წელს ეგ ავირჩიოთ“, - ისმოდა კრებაზე ადგილობრივების წინადადებები.
უმრავლესობის გადაწყვეტილებით წელს თანხა გზის მოწესრიგებაზე დაიხარჯება, თუმცა წყლის პრობლემა, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და სხვა სოციალური პრობლემები კვლავ მოუგვარებელი რჩება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.