თურქეთში, მიწისძვრა დღესაც განმეორდა
თურქეთში დღეს მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, ათეულობით კი დაშავდა.
5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქვეყნის სამხრეთით, მალათიის პროვინციაში, ერთ-ერთ ქალაქში მოხდა. მერის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად რამდენიმე შენობა ჩამოინგრა. ნანგრევებში მოყოლილია მამა-შვილი.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ ორივე ქვეყანაში ერთად 50 000-ს გადააჭარბა.
დანგრეულია 6 ათასზე მეტი შენობა და ნანგრევებში ათასობით ადამიანია მოყოლილი, ხოლო ათივე პროვინცია კატასტროფის ზონად არის გამოცხადებული.