თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
თურქეთში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრე მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ევროპის მედიტერიული სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგები 25 კილომეტრის სიღრმეში იყო. ჯერჯერობით უცნობია მოჰყვა თუ არა მიწისძვრას ნგრევა ან მსხვერპლი.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით 05:53 საათზე დაფიქსირდა და მისი ეპიცენტრი ქაჰრამანმარაშის პროვინციაში, ქალაქ გოკსუნში იყო.