საზოგადოება
დედის დღეს ახალციხეში ერთი გოგონა დაიბადა
დღეს, სამ მარტს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მხოლოდ ერთი გოგონა დაიბადა. დღეიდან დედის დღის მილოცვას კიდევ ერთი ქალბატონი მიიღებს.
რაც შეეხება შობადობის მაჩვენებელს, ბოლო ხუთ წელიწადში საქართველოში შობადობის მაჩვენებელი 13,7%-ით შემცირდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლიდან 2022 წლამდე ახალშობილთა რაოდენობა წელიწადში შეუქცევადად მცირდებოდა და 5 წელიწადში თითქმის 14%-ით შემცირდა შობადობის მაჩვენებელი. ახალშობილთა რაოდენობა წლიდან წლამდე უფრო თვალშისაცემად იკლებს რეგიონებში. თბილისში კი, სადაც საშუალოდ 15 000 ბავშვი იბადება წელიწადში, წლების მიხედვით მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის.
შობადობა შემცირებულია სამცხე-ჯავახეთშიც. 2022 წელს რეგიონში მხოლოდ 1 896 ბავშვი დაიბადა.
გააზიარეთ :