ვის აეკრძალა აზარტული თამაშები?
"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია 1 457 625 პირი" - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში ინტერპელაციის დროს განაცხადა.
"2022 წლის პირველი მარტიდან ძალაში შევიდა სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციები. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია 1 457 625 პირი. დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 4 901 პირი. აქედან, მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 34 პირი საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე კი 4 867 პირის განაცხადი დარეგისტრირდა" - განაცხადა ხუციშვილმა.