საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა
დღეს, თბილისის დროით 12:27 საათზე აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 35 კმ-ში მოხდა 4.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა, რომელიც შეგრძნებადი იყო საქართველოს მოსახლეობისთვის.
ამის შესახებ ინფორმაციას, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.