ახალციხის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი, ყვავილებით შეამკეს და 9 აპრილის ღამეს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
დეკანოზმა იოანემ, 9 აპრილს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
,,დღეს, ვიხსენებთ თავისუფლების იდეის გარშემო გაერთიანებულ ქართველ მამულიშვილებს, მათ ღვაწლს და თავგანწირვას უკვალოდ არ ჩაუვლია. 9 აპრილის მოვლენებმა საფუძველი დაუდო უდიდეს ისტორიულ მოვლენას, ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა თავისუფლება. 9 აპრილის შემოქმედებს სამაგალითო პატივს მიაგებს ისტორია,"-აღნიშნა ირაკლი ლაზარაშვილმა.
,,ჩვენ გვინდა თავისუფლება, დამოუკიდებლობა და არ გვინდა იმპერიაში ცხოვრება. ამ ძლიერ მუხტს და ძლიერ მოწოდებას შეეწირა ჩვენი ახალგაზრდობა. ეს დიდი ადამიანები, რომლებმაც ყოველგვარი ანგარების გარეშე შეწირეს საკუთარი თავი ამ ბრძოლას.
ჩვენ ვალდებულები ვართ ეს გვახსოვდეს და ასევე გვახსოვდეს ისიც, რომ დამოუკიდებლობა არის ყველაზე დიდი მიღწევა, რაც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. ჩვენც ასევე უნდა გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა" - აღნიშნა სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სოსო ალიბეგაშვილმა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.