17 აპრილს ბორჯომის მუნიციპალური ტრანსპორტი მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება უფასოდ შეეძლებათ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, 17 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი ქალაქისა და სოფლების მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება.
ავტობუსები მთელი დღის განმავლობაში უცვლელი განრიგით იმოძრავებენ.