12 555 ადამიანს საქართველოში თვეში საშუალოდ 55 ლარი აქვს ხელფასი
12 555 ადამიანს საქართველოში თვეში საშუალოდ 55 ლარი აქვს ხელფასი - ამის შესახებ ინფორმაციას პროფესიული კავშირების გაერთიანება შემოსავლების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, პროფკავშირების ცნობით, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის თებერვლის მონაცემებით, 100 ლარზე დაბალი ხელფასი საქართველოში 12 555 ადამიანს აქვს და საშუალოდ, ანაზღაურების სახით, ისინი თვეში 55 ლარს იღებენ.
ამასთან, ამავე მონაცემებით, თვეში 100 000 ლარზე მაღალი ხელფასი 277 ადამიანს აქვს და მათი ანაზღაურება თვეში, საშუალოდ - 530 940 ლარია.