საზოგადოება
ჰიგიენის და კოსმეტიკის ცნობილ ბრენდებში მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა
ევროკავშირის არასასურსათო პროდუქტების სწრაფი განგაშის სისტემის ინფორმაციით, ცნობილი ბრენდების კიდევ 17 პროდუქტი გამოვლინდა, რომელიც მავნე ნივთიერებას შეიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი.ge ავრცელებს.
მათივე ცნობით, ესენია "ნივეას", "ლორეალის", "დავის", "ინტეზას", "ქლეარის", "ექსეს" და "პალმოლივის" პირადი ჰიგიენის საშუალებები და კოსმეტიკა.
"ყველა მათგანი შეიცავს butylphenyl methylpropional (BMHCA)-ს, რაც ამ პროდუქტების ეტიკეტებზეა მითითებული.
ნივთიერების სისტემატური მოხმარება საფრთხეს უქმნის ადამიანის რეპროდუქციულ სისტემას და მუცლად მყოფ ბავშვს.
ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად თქვენს მიერ შეძენილ ან შესაძენ პირადი ჰიგიენის საშუალებებისა და კოსმეტიკის ეტიკეტებზე, შემადგენლობის ჩამონათვალში დააკვირდით მითითებულია თუ არა ნივთიერება butylphenyl methylpropional (BMHCA).
ევროკავშირის სწრაფი განგაშის სისტემის დღევანდელი შეტყობინება, აღნიშნული და სხვა საფრთხეების სრული სიით, იხილეთ ბმულზე: https://ec.europa.eu/.../screen/webReport/detail/10000149...",- აღნიშნულია მომხმარებელი.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გააზიარეთ :