საზოგადოება
"როცა საკუთარი თავის გარდა არავის ეჯიბრები სიცოცხლე დღესასწაული ხდება“ -ადიგენში ინსტალაციები განთავსდა
"როცა საკუთარი თავის გარდა არავის ეჯიბრები სიცოცხლე დღესასწაული ხდება“, „მიიღე ცხოვრება ისეთი როგორიც არის“, „ნურასოდეს ესვრი სხვას ტალახს, შეიძლება ააცილო, ხელი კი ტალახიანი დაგრჩეს“-ამ წარწერებით დაბა ადიგენის ცენტრალურ ქუჩებში ინსტალაციები განთავსდა. მანათობელ ინსტალაციებთან ერთად პარკში მუნიციპალიტეტის რუკაც განთავსდა.
გარდა ინსტალაციებისა, ცენტრალურ პარკში ე.წ წიგნების ბუდე „ მინი ბიბლიოთეკები“ მოეწყო.
„მინი ბიბლიოთეკის“ მიზანს ახალგაზრდების წიგნიერების ამაღლება, წიგნის ყოველდღიურობის შემადგენელ ნაწილად ქცევა და საზოგადოებაში წიგნის პოპულარიზაცია წარმოადგენს. მკითხველს, ბიბლიოთეკიდან შეუძლია, არსებული წიგნის გამოყენება, ხოლო სურვილის შემთხვევაში საკუთრის დატოვება.
გააზიარეთ :