საზოგადოება
რა ცვლილება ამოქმედდა მძღოლებისთვის 3 ივნისიდან?
„ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის" თავმჯდომარის ვაჟა იორდანიშვილის ინფორმაციით, ტექინსპექტირების მიმართულებით ამოქმედებული ცვლილებების შედეგად, გასულ თვეში მიმართვიანობა 20%-ით გაზარდა. ამის შესახებ მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც იორდანიშვილმა აღნიშნა, მათ შორის საუბარია, განმეორებითი ტექინსპექტირებაზე საფასურის დაწესებაზე, ასევე ვადების შემცირებაზე. კერძოდ, როგორც ვაჟა იორდანიშვილმა განაცხადა, ავტომობილის დახარვეზების შემთხვევაში განმეორებითი ინსპექტირებისთვის, მძღოლს 30 დღის ნაცვლად 10 დღიანი ვადა ექნება. ეს ცვლილება 2023 წლის 3 ივნისიდან ამოქმედდა.

„2023 წლიდან მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა როგორც ტექნიკურ რეგლამენტში, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ის ცვლილებები, რაც შეეხებოდა ტექინსპექტირების მიმართულებით, ეს იყო განმეორებით ტექინსპექტირების საფასურის დაწესება, განმეორებითი ინსპექტირების დახარვეზების შემდეგ, ვადები შემცირდა და 30 დღიდან 10-დღემდე და გარდა ამისა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ჯარიმების ოდენობა გაიზარდა. ასე რომ, ამ ღონისძიებებმა, გარკვეულწილად, გააჩინა მოლოდინი, რომ ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც გადაადგილდებოდნენ ტექინსპექტირების გარეშე ან მუდმივად იხდიდნენ საფასურს და იგრძელებდნენ გზაზე მოძრაობის საშუალებას ისე, რომ ტექნიკურად გაუმართავი იყო ავტომობილი, ეს ორივე მხრიდან ჩაიკეტა და ამან გარკვეულწილად წინა თვეს მოგვცა ის შედეგი, რომ, დაახლოებით, 20%-იანი მატება იყო მომართვიანობის. შემდგომში დავაკვირდებით რა იქნება, ეს იყო მძღოლების პირველი შიშის ეფექტი თუ გაგრძელდება ეს ტენდენცია. თქვენ იცით, რომ რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა საკმაოდ დიდი -1 600 000-ია, ტექინსპექტირებას გადის 800 000 ერთეული სატრანსპორტო საშუალება. ვინც არ დადიოდა გამართული ავტომობილით, სავარაუდოდ, მათ მოუწევთ ავტომობილის გამართვა",- განაცხადა ვაჟა იორდანიშვილმა.

მისივე თქმით, ტექინსპექტირებისას დახარვეზების მაჩვენებელი არის, დაახლოებით, 200 ათასზე მეტი.

Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.