საზოგადოება
რა ღონისძიებებია დაგეგმილი ახალციხელობის დღესასწაულზე?
ახალციხეში სახალხო–საეკლესიო დღესასწაულისთვის ემზადებიან. 30 ივნისი დიდმოწამე შალვა ახალციხელის ხსენების დღე და ქალაქის დღესასწაულია. ღონისძიებები დილიდანვე დაიწყება. 10:00 საათზე დაგეგმილია სადღესასწაულო წირვა წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში.
წირვის შემდეგ ღონისძიებები ახალციხის ციხეზე გაგრძელდება. წინა წლებისგან განსხვავებით წელს მხოლოდ ერთი ანსამბლის კონცერტი გაიმართება.
ციხეზე მოეწყობა ხალხური რეწვის ნიმუშების და მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, მესხური კულინარიული სამზარეულოს პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. გამოვლინდებიან საპატიო ახალციხელები და დაჯილდოვდებიან წარჩინებული სტუდენტები. საღამო ანსამბლ "ერისიონის" კონცერტით და ფეიერვერკით დასრულდება.
გთავაზობთ ღონისძიების პროგრამას:
- 10:00 - 13:00 სთ - საზეიმო წირვა წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში;
- 18:00 - 18:30 სთ - ღონისძიების გახსნა ახალციხის ციხეზე და მისალმება;
- 18:00 - 22:00 სთ - ადგილობრივი ხალხური რეწვის ოსტატების გამოფენა-გაყიდვა; მესხური კულინარიული სამზარეულოს პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
- 18:30-19:20 სთ - ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიატების დაჯილდოება;
- 19:20 - 20:00 სთ - საპატიო ახალციხელების დაჯილდოება;
- 20:00 სთ - ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტი;
- ფეიერვერკი
გააზიარეთ :