ბენარას საჯარო სკოლა მწვანე დროშის მფლობელი გახდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარას საჯარო სკოლა მწვანე დროშის მფლობელი გახდა.
ეკოსკოლების პროგრამა მდგრადი განვითარების ხელშემწყობი საგანმანათლებლო პროექტია. ის ხელს უწყობს გარემოსდაცვითი თემების შესწავლას საკლასო ოთახსა და მის გარეთ - აქტიური ქმედებების, დაკვირვების და კვლევის გზით. პროგრამა ამაღლებს მოსწავლეთა ცნობიერებას გლობალური, გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ, ეხმარება მათ, გახდნენ უფრო ეკომეგობრული და პასუხისმგებლობიანი მოქალაქეები.
პროგრამას საქართველოში ორგანიზაცია "დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" შვედეთის მხარდაჭერით ახორციელებს.