ახალციხელმა ქალმა ლატარიაში 50 000 ლარი მოიგო
ახალციხელმა ლალი ტაბატაძე ლატარიაში 50 000 ლარი მოიგო. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ეროვნული ლატარია" ავრცელებს.
ლალი ტაბატაძე 6 შვილის დედაა ახალციხიდან, რომელმაც თბილისში სამკურნალოდ ყოფნისას, მეუღლის თხოვნით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე პირველად შეიძინა ყველაზე იღბლიანი “ფარაონი” და მომენტალურად 50 000 ლარი მოიგო.
როგორც თავად კომპანიასთან ამბობს, მრავალშვილიანი დედა მოგებულ თანხას შვილებს გაუნაწილებს და Რა თქმა უნდა, ლოტოს თამაშსაც აუცილებლად განაგრძობს.