საზოგადოება
ახალქალაქში კამპანია „ემეგობრე პოლიციას“ მიმდინარეობს
ახალქალაქში შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანია - „ემეგობრე პოლიციას“ მიმდინარეობს.
ღონისძიებაზე მისულ ყველა სტუმარს საშუალება აქვს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის, სასაზღვრო პოლიციის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ სივრცეებში, გაეცნოს აღნიშნული დანაყოფების საქმიანობას. ასევე დაათვალიეროს მათი აღჭურვილობა და სპეცტექნიკა.
ღონისძიებაზე მისულ ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა.
გააზიარეთ :