როგორია ავარიისას დაშავებული ექიმის და ექთნის მდგომარეობა?
დღეს, ახალციხეში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სასწრაფო დახმარების ექიმი და ექთანი თავს კარგად გრძნობენ.
როგორც კლინიკა "იმედში" განგვიცხადეს დაშავებულებს ზედაპირული ტრავმები აღენიშნებათ.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით 15 საათზე ახალციხის ტბის მიმდებარედ მოხდა, რა დროსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი განათების ბოძს შეეჯახა.
რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება ამ ეტაპზე უცნობია.