რა ვითარებაა ამ დროისთვის შოვში, სადაც მეწყერი ჩამოწვა
ონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, კურორტ შოვში სტიქიის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. შემთხვევა სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მიმდებარედ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილზე უამრავი ბავშვი და მოხუცია.
სტიქიის ეპიცენტრში ორი ვერტმფრენი გაემგზავრა. ადგილზე მაშველები მუშაობენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა სტიქიის ადგილზე უკვე მიდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.