შოვში დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა
შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. რამდენიმე წუთის წინ, მაშველებმა სტიქიის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების შედეგად, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
შოვში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა, რაშიც თავდაცვის ძალები და ავიაციაა ჩართული.
ნაპოვნი დაღუპული ადამიანებიდან ნაწილის ამოცნობა ვერ ხერხდება. მათ შორის ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, დაღუპული ადამიანებიდან რამდენია ქალი, კაცი ან ბავშვი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შოვში სტიქიის ზონაში ნაპოვნი 15 ცხედრიდან 7 ამოცნობილია.
5 აგვისტოს, დილიდან შოვში სტიქიის ზონაში 4 ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში 20 ადამიანს ეძებენ.
ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, დაღუპულია 15 პირი, 20-ზე მეტ ადამიანს ეძებენ.
შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.