საზოგადოება
2023 წელს პენსიები სავარაუდოდ 365 ლარამდე გაიზრდება
საქართველოში 70 წელს ზემოთ მოსახლეობის პენსიები მინიმუმ 365 ლარამდე გაიზრდება – ამას პენსიის ინდექსაციის წესი ითვალისწინებს, რაც უკვე მეორე წელია მოქმედებს.

2020 წელს პარლამენტმა სავალუტო ფონდის რეკომენდაციით მიიღო პენსიების ინდექსაციის კანონი, რომელიც ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის დონის გათვალისწინებთ ადგენს წესს, რითაც ყოველწლიურად პენსიის ოდენობა უნდა გადაიხედოს. ამავე კანონით, ერთმანეთისგან გაიმიჯნა 70 წლამდე და 70+ მოსახლეობის პენსიები.

დღეს 60-69 წლის მოქალაქეები 260 ლარის პენსიას იღებენ, 70 წელზე ხანდაზმული მოსახლეობის პენსია კი 300 ლარს შეადგენს.

ინდექსაციის არსებული ფორმულის გათვალისწინებით შესაძლებელია განისაზღვროს, თუ რა მოცულობამდე გაიზრდება 2022 წლისთვის ხანდაზმულთა საპენსიო გასაცემები.

ინდექსაციის წესით როგორი იქნება პენსიები 2023 წელს?

● 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის − ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით. ამჟამად საქართველოში წლიური ინფლაცია 12.8%-ია, ამ ფორმულით 2023 წლიდან 70 წლამდე მოქალაქეთა პენსია 295 ლარი გახდება.

● 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის − ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით. ამჟამად 70 წელს ზემოთ მოქალაქეთა პენსია არის 300 ლარი, ინდექსაციის ფორმულით ის 365 ლარამდე გაიზრდება.


ამჟამად საქართველოში 70 წლამდე 379,428 პენსიონერი, 70 წელს ზემოთ კი 414,672 პენსიონერი არის რეგისტრირებული. წლევანდელი ბიუჯეტი მათთვის 2.88 მილიარდი ლარის საპენსიო უზრუნველყოფას მოიცავს. თუკი 2023 წელს პენსიები მართლაც ზემოთ დასახელებულ ციფრებამდე გაიზრდება, მაშინ სახელმწიფო ბიუჯეტის საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯი 3.3 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.

პენსიების ინდექსაციის წესის შემოღება მაღალი ინფლაციისგან მოქალაქეთა პენსიების რეალური მსყიდველუნარიანობის შემცირებისგან დაცვის მიზნით მოხდა. სწორედ მაღალი ინფლაციის გათვალისწინებით, 2022 წლის ივნისში საარსებო მინიმუმმა 255 ლარს მიაღწია, რაც საბაზო პენსიასთან შედარებით მხოლოდ 5 ლარით ნაკლებია.
Facebook Twitter
თეგები: იზრდება / პენსია /
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.