შოვში დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა
შოვში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი ადასტურებს. ცხედარი ქალს ეკუთვნის. მღებრიშვილის განცხადებით, ნაპოვნია ასევე სხვა ცხედრის ფრაგმენტი.
შეგახსენებთ, რომ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები უკვე მეექვსე დღეა გრძელდება. მაშველები მიწით დაფარულ დასახლებაში 14 ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ, მათ შორის არიან ბავშვებიც.