აბასთუმანში, მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა
აბასთუმანში, მშენებლობიდან 55 წლამდე მამაკაცი გადმოვარდა. შემთხვევა 15 აგვისტოს, დაახლოებით 11:30 სთ-თვის მოხდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო მანქანები. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ფოსტის ყოფილი შენობის დემონტაჟის სამუშაოებისას ჩამოვარდნილი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
,,ორი ნეკნის მოტეხილობაა, სხვა მხრივ დაზიანება არ არის, არც სხვა კლინიკაში გადაყვანის საჭიროება დგას. სავარაუდოდ, გაეწერება ბინაზე, მას შემდეგ რაც დამატებითი კვლევები დასრულდება" - განაცხადა დავით ტაბატაძემ.