რომელ რეგიონებშია ოჯახების დანგრევის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი?
2023 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 10 366 და განქორწინების 6 828 შემთხვევა - ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.
უწყების ცნობით, რეგიონულ ჭრილში ქორწინების რაოდენობა ყველაზე მაღალი თბილისში, იმერეთსა და ქვემო ქართლში იყო: თბილისი - 3 057; იმერეთი - 1 614; ქვემო ქართლი - 1 304.
განქორწინების კუთხით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია - 2 332, შემდეგ მოდიან იმერეთი 1 182 განქორწინებით, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 754, ქვემო ქართლი - 651, აჭარის არ - 541.
ასევე, 2023 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 19 431 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 21 944 ადამიანი.2023 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -2 513 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისში (340), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (870) და ქვემო ქართლის რეგიონში (145).