საზოგადოება
ახალციხეში ღვინის ფესტივალი გაიმართება
ახალციხეში 10 ოქტომბერს, ღვინის ფესტივალი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას "ღვინის დღეები" -ის ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ღვინის ფესტივალი 7-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს 23 ქალაქს მოიცავს.
- 7 ოქტომბერი - ბათუმი, გორი, თბილისი, თელავი, ქუთაისი
- 8 ოქტომბერი - მარნეული, მცხეთა, ყვარელი, ჩოხატაური
- 9 ოქტომბერი - ახმეტა, თერჯოლა
- 10 ოქტომბერი - ახალციხე, დედოფლისწყარო
- 11 ოქტომბერი - ოზურგეთი, სიღნაღი
- 12 ოქტომბერი - მარტვილი, საგარეჯო
- 13 ოქტომბერი - ბოლნისი, ლაგოდეხი
- 14 ოქტომბერი - ზესტაფონი, გურჯაანი
- 15 ოქტომბერი - ბაღდათი, ზუგდიდი
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფესტივალი გასულ წელსაც ჩატარდა.
გააზიარეთ :