უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ზაქარია შუბითიძე სამშობლოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ზაქარია შუბითიძე სამშობლოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას ოჯახის წევრები, მეგობრები და პოლიტიკოსები დახვდნენ.
ზაქარია შუბითიძე დონეცკის ოლქში იბრძოდა. ის მასობრივი საარტილერიო იერიშის დროს მძიმედ დაიჭრა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 48 ქართველი ემსხვერპლა.