ნინოწმინდაში ყველის ნიმუშში მცენარეული ცხიმები გამოვლინდა
ნინოწმინდაში ყველის ნიმუშში მცენარეული ცხიმები გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
"მიმდინარე წლის ოქტომბერში სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, რძესა და რძის პროდუქტებში რძის ცხიმის სისუფთავის განსაზღვრის მიზნით, 20 ნიმუში აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.
კვლევის შედეგად, 4 ნიმუშში რძის ცხიმის გარდა გამოვლინდა მცენარეული ცხიმები:
ი/მ - მის: ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, სოფ. ორლოვკა - ყველი იმერული „მელანია“ (დამზადების თარიღი 03.10.2023 წ. ვარგისიანობის ვადა - 03.11.2023 წ.), რძის ცხიმის გარდა შეიცავდა სხვა ცხიმების ნარევს, მათ შორის, მცენარეულ ცხიმებს (20%).
შპს „ბა. გი“, ს/კ 425365954, მის: ბოლნისი, სოფ. რატევანი - ყველი სულგუნი (დამზადების თარიღი 10.10.2023 წ. ვარგისიანობის ვადა - 10.11.2023 წ.), რძის ცხიმის გარდა შეიცავდა სხვა ცხიმების ნარევს, მათ შორის, მცენარეულ ცხიმებს (9%);
შპს „სუელი“, ს/კ 428896322, მის: ბოლნისი, სოფ. რატევანი - ყველი სულგუნი (დამზადების თარიღი 10.10.2023 წ. ვარგისიანობის ვადა - 14 დღე), რძის ცხიმის გარდა შეიცავდა სხვა ცხიმების ნარევს, მათ შორის, მცენარეულ ცხიმებს (12%);
ი/მ - მის: წალკა, სოფ. საყდრიონი - ყველი იმერული (დამზადების თარიღი 11.10.2023 წ. ვარგისიანობის ვადა - 15 დღე), რძის ცხიმის გარდა შეიცავდა სხვა ცხიმების ნარევს, მათ შორის, მცენარეულ ცხიმებს (16%);
გამოვლენილი დარღვევის შესახებ ეცნობათ ბიზნესოპერატორებს და დაევალათ, არ დაუშვან აღნიშნული სურსათის ბაზარზე განთავსება და სრულად ამოიღონ განთავსებული, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.
მიმდინარე წელს, „რძის ცხიმის სისუფთავის განსაზღვრის“ მიზნით, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია 250 ნიმუშის კვლევა. ამ ეტაპზე აღებულია 216 ნიმუში.
„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ თანახმად, „ყველის“ დასახელებით განთავსებული ნაწარმი მცენარეულ ცხიმს არ უნდა შეიცავდეს" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.