ვის დაუფინანსებს სახელმწიფო კომუნალურ გადასახადებს 2024 წელს
სახელმწიფო სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა თბილისისა, კომუნალური გადასახადების ნაწილობრივ სუბსიდირებას ახორციელებს. კერძოდ,
სუბსიდირება მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვისაა, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და ნაკლებია ან ტოლია 150 000-ისა, გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა;
ყოველთვიურად არაუმეტეს 200 კვტსთ-ის ელექტროენერგიის სუბსიდირება ხდება 1 კვტსთ-ზე 3.5 თეთრის ოდენობითაა გათვალისწინებული. წყალზე წლიურად 100-ლარიანი ვაუჩერია გამოყოფილი.
სოციალურად დაუცველ ოჯახებს თანხა ავტომატურად დაუსუბსიდირდებათ.