საზოგადოება
რამდენჯერმე ზეპირად დამემუქრა - ლილით კარაპეტიანი იძულებითი ქორწინების წინააღმდეგ
ეს ნაბიჯი იმიტომ არ გადამიდგამს, რომ ახალგაზრდა გოგოები იძულებითი ქორწინების მსხვერპლნი გახდნენ - წერს სოციალურ ქსელში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში მცხოვრები ახალგაზრდა მასწავლებელი, ლილით კარაპეტიანი. ლილითი ჯავახეთში მცხოვრებ მამაკაცს ადევნებასა და მუქარაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მამაკაცი ცოლად შერთვის მიზნით, რამდენიმე თვეა მასზე და მის ოჯახზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებს, რის გამოც ახალგაზრდა ქალმა 10 ნოემბერს სამართალდამცავ უწყებას მიმართა. მიმართვის შემდეგ, 11 ნოემბერს, მოძალადის მიმართ პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოსცა და ელექტრონული ზედამხედველობა დააწესა.
ელექტრონული ზედამხედველობა არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიების უზრუნველსაყოფად დაწესებული ღონისძიება, რომლითაც ხორციელდება მოძალადის მსხვერპლთან მიახლოების კონტროლი.
კანონის თანახმად, ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების დაწესება დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ მოძალადის მხრიდან არსებობს ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე.
გააზიარეთ :