საჯარო მოხელეები დღეს მსვლელობას გამართავენ
დღეს, 11 დეკემბერს, 20:00 საათზე მოქმედი და ყოფილი საჯარო მოხელეები რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტის შენობამდე მსვლელობას გამართავენ.
დაგეგმილი მარშის ანონსში აღნიშნულია, რომ ყოფილი და მოქმედი საჯარო მოხელეები კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ ქვეყნის ევროპული მომავლისკენ სწრაფვას.
„მოქმედმა და ყოფილმა საჯარო მოსამსახურეებმა ერთად გამოვხატოთ ევროპული მომავლისკენ სწრაფვა, ოთხშაბათს 11 დეკემბერს, საღამოს 20:00 საათზე მსვლელობით რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე!“, - აღნიშნულია დაგეგმილი ღონისძიების ანონსში.
შეგახსენებთ, 2024 წლის 28 ნოემბერს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკების პროცესს. აღნიშნულ საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა. მათ შორის, ხელისუფლების გადაწყვეტილებას ემიჯნებიან საჯარო სექტორში დასაქმებულები და მოითხოვენ, რომ „ქართული ოცნება“ კონსტიტუციის ჩარჩოებს დაუბრუნდეს.