ურაველში შუა ხნის მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს
შუახნის მამაკაცი, დღეს დილით, ახალციხის სოფელში ნახეს. ძებნის ოპერაცია ურაველში, მას შემდეგ დაიწყო, როდესაც მამაკაცი სახლში ჩვეულ დროს არ დაბრუნდა. თანასოფლელების თქმით, გარდაცვლილი დაახლოებით 17:00 სთ-ის მერე აღარავის უნახავს.
,,მთელი სოფელი ვეძებდით, ჩვენთან ერთად იყო სამაშველოს ორი ეკიპაჟი, ვერსად მივაგენით.. დღეს დილით, გამთენიისას ნახეს, ღელესთან. ძალიან კარგი ადამიანი იყო, რა მოხდა არ ვიცით" - აღნიშნავენ ურაველში.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო სამსახურის, გადაუდებელი დახმარების და შსს-ს წარმომადგენლები. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. რა გახდა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.