საზოგადოება
საქართველოში 5 წელში 112 049 ქორწინება და 53 888 განქორწინება დარეგისტრირდა
საქართველოში 5 წელში 112 049 ქორწინება და 53 888 განქორწინება დარეგისტრირდა - ეს ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით ხაჯიშვილის სადეპუტატო კითხვის პასუხია.
ხაჯიშვილმა კითხვით სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს მიმართა.
უწყების მიერ დეპუტატისთვის მიწოდებული დეტალური სტატისტიკა კი, ასე გამოიყურება:
რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა 2018-2022 წლების მიხედვით:
- 2018 წელი - 23 202 რეგისტრირებული ქორწინება
- 2019 წელი - 23 285 რეგისტრირებული ქორწინება
- 2020 წელი - 16 359 რეგისტრირებული ქორწინება
- 2021 წელი - 23 155 რეგისტრირებული წორწინება
- 2022 წელი - 26 048 რეგისტრირებული ქორწინება
რაც შეეხება განქორწინებებს, სტატისტიკა აჩვენებს, რომ 5 წელში ქვეყანაში 53 888 განქორწინების რეგისტრაცია მოხდა.
რეგისტრირებული განქორწინებების რაოდენობა 2018-2022 წლების მიხედვით:
- 2018 წელი - 10 288 რეგისტრირებული განქორწინება
- 2019 წელი - 11 205 რეგისტრირებული განქორწინება
- 2020 წელი - 7 643 რეგისტრირებული განქორწინება
- 2021 წელი - 10 654 რეგისტრირებული განქორწინება
- 2022 წელი - 14 098 რეგისტრირებული განქორწინება
გააზიარეთ :