ქვეყნის მასშტაბით, 3 036 სუროგატი დედაა რეგისტრირებული
ქვეყნის მასშტაბით, 3036 სუროგატი დედაა რეგისტრირებული, 2012 წლიდან დღემდე კი სუროგაციის გზით 5393 ბავშვი დაიბადა.
იუსტიციის სამინისტროს, სერვისების განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ 2012 წლიდან დღემდე, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვებიდან 54 მკვდრადშობილი იყო.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სუროგაციის გზით ყველაზე მეტი ბავშვი - 933, 2023 წლის 11 თვეში დაიბადა, მათ შორის 4 მკვდრადშობილია. 2022 წელს სულ 838 ბავშვია დაბადებული, 2021 წელს კი სუროგაციის გზით 318 ახალშობილი გაჩნდა.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, მონაცემები სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ რეგისტრირებული სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვთა სამოქალაქო აქტების ჩანაწერებს ეყრდნობა.