ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა
ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.
„ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას. ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ასევე ევროკავშირი გახსნის მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის საჭირო ხარისხი იქნება მიღწეული და მოიწვია კომისია მოამზადოს შესაბამისი ანგარიში ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად. ეს არის იმედის ცხადი მესიჯი მათი ქვეყნებისა და ჩვენი კონტინენტისთვის", - დაწერა მიშელმა.