თიბისის ონლაინ ბანკის აპლიკაცია დილიდან არ მუშაობს - განმარტება
თიბისის ონლაინ ბანკის აპლიკაცია დღეს, დილიდან არ მუშაობს, შესაბამისად, მომხმარებლები ფულად გადარიცხვებს ვერ ახორციელებენ. როგორც ბანკში აცხადებენ, აღნიშნული შეფერხება მასშტაბურ განახლებას უკავშირდება, რომლის მოგვარებაზეც შესაბამისი ჯგუფი უკვე მუშაობს.
მათივე განცხადებით, პრობლემა რამდენიმე საათის განმავლობაში, ეტაპობრივად გამოსწორდება.
„მიმდინარე მასშტაბური განახლების გამო, ციფრული ბანკი ხარვეზებით მუშაობს, რისთვისაც დიდ ბოდიშს გიხდით. შეფერხება რამდენიმე საათის განმავლობაში ეტაპობრივად გასწორდება და დაგიბრუნდებით. ციფრული ბანკი ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ბოლო ეტაპზეა, რაც სერვისის გაუმჯობესებას და თქვენთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნას ემსახურება.
კიდევ ერთხელ, ძალიან ვწუხვართ შექმნილი დისკომფორტისთვის და გპირდებით, შეფერხებები აღარ გვექნება“,- აღნიშნავენ თიბისიში.